ბოლნისის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება 20:00 საათზე აღუდგება

29/12/2019

მოსახლეობის საყურადღებოდ! ბოლნისის სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის გამო წყლის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ბოლნისის მოსახლეობას. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს საავარიო სამსახური, ამ წუთებში მიდინარეობს 400 დიამეტრის მოცულობის დაზიანებული მილის აღდგენის სამუშაო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება 20:00 საათზე აღუდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0