უკვე რამდენიმე დღეა ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები. “ელენე მშვილდაძის დეკორატიული სამებაღეო ცენტრის“ წარმომადგენლები პარკში არსებული უნკილაური კოლხური ბზის გასხვლას ახორციელებენ, რის შემდგომაც მოხდება მათი შეწამვლა, სასუქით გამყარება და ფორმირება.
აღნიშნულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გაეცნო და პარკის თანამშრომლებსა და დეკორატიული სამებაღეო ცენტრის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
დავით შერაზადიშვილი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:
-ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი არის თითოეული ბოლნისელისთვის ერთ-ერთ უსაყვრლესი ადგილი. ეს პარკი არის უნიკალური თავისი ისტორიით, თავისი ასწლოვანი ხე-მცენარეებით. ახლა მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები. შევისყიდეთ მომსახურეობა. იქიდან გამომდინარე, რომ კოლხური ბზა არის სათუთი და რთულად მოსავლელი, შარშან ჩვენი ძალებით მივხედეთ და როგორც ხედავთ შენარჩუნებული გვაქვს მდგომარეობა. წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდება, სრულად მოხდება ღობის რეაბილიტაცია. ადგილობრივ ბიუჯეტში პარკში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, გათვალისწინებულია 200 000 ლარი. პარკში თუ რამე არის მოსაწესრიგებელი მაქსიმალურად მიხედავს მუნიციპალიტეტი, იმისათვის რომ თითოეული ბოლნისელისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს პარკში დასვენება.
ელენე მშვილდაძე-“ელენე მშვილდაძის დეკორატიული სამებაღეო ცენტრის“ წარმომადგენელი, მებაღე-დეკორატორი, მცენარეთმცოდნე.
-ბოლნისის პარკისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის ამ წუთას, მრავალწლოვანი უიშვიათესი და უკარგესი ბზის გადასარჩენათ ვართ ჩამოსულები, რომელიც აქამდე სანიტარულად არ გასხლულა. ეს ჩვენი ვიზიტი მნიშვნელოვანი არის იმითი, რომ გასულ წელს ფაქტიურად მთელს საქართველოში დაფიქსირდა ისეთი სერიოზული დაავადება, რომელიც არის ბზის ალურა, რომელიც თითქმის ყველა სტადიაში არის მავნე მცენარისთვის, ფაქტიურად მცენარეს ანადგურებს სრულად, მწვანე მასას სრულად ანადგურებს და საბოლოოდ გადადის მისი ქერქის ჭამაზე. ძალიან დიდი მადლობა პარკის თანამშრომლებს, იმისათის, რომ ეს ბზები განადგურების პირამდე არ მიიყვანეს და შესაბამისი ღონისძიებები ჩააატარეს. გადიოდნენ ჩემთან კონსულტაციას და იწამლებოდა ეს ბზები. მიხარია, რომ ამ გაზაფხულზე მოხერხდა ჩვენი აქ ვიზიტი, რომელშიც პროფესიონალი მებაღეები ჩაერთვებიან, გასხლავენ, საასუფთავებენ, საბოლოოდ შეწამლავენ და სასუქით გაამაყარებენ. ფორმირება ნაწილობრივ ხდება, მაგრამ როცა მცენარე არასდროს არ არის ისე მნიშვნელოვნად და კარგად ფორმირებული ერთი ვიზიტით ეს არ ხდება, ეხლა როცა შეიწამლება, სასუქი შევა, მცენარე იწყებს განახლებას ანუ ახალი ამონაყრების წამოღებას და ახალი ამონაყრის ფორმირება უკვე ამარტივებს საქმეს და ბევრად უფრო ლამაზი იქნება ჩვენი პარკი.