ბოლნისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის სამუშაოები წელსაც აქტიურად გრძელდება. ბოლნისის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ბოლნისში რუსთაველის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ადგილობრივი ბაზალტით გზების მოკირწყვლა ფაქტობრივად დასრულებულია. ამ ეტაპზე ტროტუარების მოწყობის მცირე სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე სანიაღვრე ქსელი და რკინის ღობეები მოეწყო. რუსთაველის ქუჩის გარდა ქვაფენილი ასევე ვახტან გორგასლის ქუჩაზეც იგება.
ბოლნისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის სამუშაოები წელსაც აქტიურად გრძელდება
06/08/2019