მოძრაობა ,,ეროვნულის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ვრცელ კომენტარს უძღვნის ერთსქესიანთა ქორწინების და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვას და prof-news-თან ინტერვიუში აცხადებს:
,,უყურეთ დღეს რუსთავი2-ს და ნახავთ ნაციონალების ახალი გეგმა—ერთსქესიანთა ქორწინების და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა ყოფილა ქვეყნის არევა და რუსეთის გეგმა, ხოლო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ჩვენი შვილებისთვის ჰომოსექსუალიზმის სამაგალითო საქციელად წარმოჩენა საქართველოს ბედნიერი მომავლის საწინდარი. ბოკერია დაგიძველდა მეთოდები, სხვა პიარი მაინც მოგეფიქრებინა,ვიღას ჯერავს ამ ზღაპრების,მერწმუნე რაც არ უნდა მოიფიქრო ერთსქესიანთა ქორწინება მაინც აიკრძალება!!!!!!! —-P.S. ამწუთასაც რუსთავი2-ს უგეგმავ გადაცემას, რომ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა შეაჩერო, არ გამოვა ეგ ამბავი დამიჯერე!!!!!!!”-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.