განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბიძინა ივანიშვილს პირადად არ იცნობს, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვს, – ასე უპასუხა ჯეჯელავამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, ხომ არ ეუხერხულება მას, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები სხვადასხვა საკითხებზე ბიძინა ივანიშვილს აზრს ეკითხებიან და ნიშნავს თუ არა ეს არაფორმალურ მმართველობას.
„მე ჯერ არ ვიცნობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ასეთი შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა სურვილი მაქვს, მე ჩემი მხრივ, ძალიან ბევრ ადამიანს ვეკითხები აზრს, ბატონი ბიძინა, ეს მართალია ჩვეულებრივი მოქალაქე არ არის, მას განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ყოფილი თანამდებობის პირია, ასევე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით. რაც მეტ ადამიანს დაეკითხებიან მინისტრები აზრს თავიანთ უწყებებში, უწყებების გარეთ, თქვენს პროფესიაში და ა. შ. მით უფრო კარგი მთავრობა გვეყოლება და მეტი შანსი გვექნება, რომ უფრო პირნათლად ვემსახუროთ ხალხს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ბიძინა ივანიშვილს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ამის დიდი სურვილი მაქვს
13/07/2016