დავით ბერძენიშვილის შეფასებით, პარტია “ქართული ოცნებისადმი“ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა სრულიად ნორმალური და ბუნებრივი პროცესია.
“ბიძინა ივანიშივილი პატიოსნად ამბობს, რომ მის მიერ დაარსებული “ქართული ოცნება“ არის მისი პარტია. ეს კარგია, ეს ნორმალურია. მან თქვა, რომ ერთ-ერთი პარტია შეხვდა და სთხოვა, არავისთვის მხარი არ დაეჭერა. ჩვენ არ შევხვედრილვართ. არანაირი ნეგატიული დამოკიდებულება მის მიმართ არ მაქვს. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ძალიან ვაფასებ მის როლს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მოყვანაში, ახლაც ვაფასებ მის როლს, მაგრამ ვთვლი, რომ წარსული “ნაციონალური მოძრაობა“ და შემორჩენილი აწმყო – “ქართული ოცნება“, სათანადოდ არ ასახავს საქართველოს მომავალ პოლიტიკურ სივრცეს. მომავალი პოლიტიკური სივრცე უფრო უკეთესი და მრავალფეროვანი იქნება“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.