ბიძინა ივანიშვილი იყო ძალიან პრაგმატული მედიატორი და წამყვანი

24/01/2019

განსხვავებული აზრები არსებობს და ჩვენი და ივანიშვილის მიზანია ეს აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ, მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე „პრაგმატული მედიატორი“ იყო.

„ფაქტია, რომ ამ პროცესის ჯანსაღად წაყვანა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. არის საფრთხეები. ეს არის დესტაბილიზაცია, ეს არის ოპონენტების და „ნაცების“ მონდომება, რომ რეალურად შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც გუშინ მხარს უჭერდნენ და შემდეგ თავადვე იქნენ ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული და არის მეორე ნაწილი, რომელიც კრიტერიუმებს ეხება და ეს უნდა იყოს ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილი იყო ძალიან პრაგმატული მედიატორი და წამყვანი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება გუნდის დაშლის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებას, ვოლსკი ამბობს, რომ გუნდის მიზანია, განსხვავებული აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს.

„განსხვავებული აზრები არსებობს და ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის მიზანია ეს აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0