ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება

Tuesday December 10th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალთან „ველური ბუნება“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება.

„უხერხულია სპეკულირება ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხით, რომელიც საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირდება. ბატონი ბიძინას დამსახურებით, ჩვენს ქვეყანაში იქნება დენდროლოგიური პარკი ასწლოვანი სხვადასხვა უნიკალური ჯიშის მცენარეებით. რაც შეეხება ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირების პროცესს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მთავარია, ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდეს“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბუნების დაცვის მიმართულების პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები, რომელიც უკანონო ხე-ტყის მოპოვებას უკავშირდება. დღეს სანქციები, გარემოსდაცვითი კანონდარღვევების მიმართ გამკაცრებულია და აღსრულების კუთხითაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვლილი“, -აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0