ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 607,7 მლნ ლარი შეადგინა

26/08/2016

26 აგვისტოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 607,7 მლნ ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან ანცობეს.
უწყება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8 თვის შესრულების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 607,7 მლნ ლარი შეადგინა.
”ეს მაჩვენებელი 2015 წლის 8 თვეში მობილიზებულ საგადასახადო შემოსავლებს (5 მილიარდ 151,3 მლნ ლარი) 456,4 მლნ ლარით, 8.9 პროცენტით აღემატება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0