პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 18-20 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.
კანონმდებლები მომავალ სასესიო კვირას, პლენარულ სხდომებზე როგორც კანონპროექტებს, ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილვენ. პლენარული სხდომების დღის წესრიგშია ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2017 წლის და სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.
ბიუროს წევრებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებაც იმსჯელეს და მათი შემდგომი განხილვისათვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ პარლამენტში წარმოდგენილია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2017 წლის ანგარიში, რომელიც შემდგომი განხილვისათვის შესაბამის კომიტეტებს გადაეცა.
ბიუროს წევრებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებაც იმსჯელეს
10/04/2018