ბიულენთ თუფენქჯის ვიზიტი დასრულდა

05/10/2016

დასრულდა თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის, ბიულენთ თუფენქჯის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში.
სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა გააცილა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს თბილისში გამართულ შეხვედრებს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის წარმატებით გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0