ბესიკ ამირანაშვილმა წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა

Friday November 12th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 27 წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა. ღონისძიება ახალციხის ციხეზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვნანელმა ხათუნა ხმალაძემ მერიის სტიპენდიანტებს სერტიფიკატები გადასცეს, გარდა ამისა თითოეულ მათგანს მერიისგან 500 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო ჩაერიცხა. 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების შედეგების საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიანტები არიან: ჰეღინე საგოიანი, აზათ ფარმანიანი, ქრისტინე მოთიაშვილი, მერუჟან კილოიანი, მარიამ გოგოლაძე, თეონა სამსონიძე, აქსანა გინოსიანი, ასია დათებოვი, თამთა პლაჭიაშვილი, ირინა ერანოსიანი, ანაჰიტ დილბარიანი, ანა ტაბატაძე, სიუზანნა ხაკციანი, მარიამი გელაშვილი, ნათია ჯვარიძე, ქრისტინე ინასარიძე, თამარი ოქრომელიძე, მარიამი ხმალაძე, ნინო სუდაძე, ეთერი თოროსიანი, ანგელინა ქურდაძე, ვიქტორია გოგოლაძე, ნინო კაპანაძე, სოფიკო კურტანიძე, ლენა კარაპეტიანი, ვერონიკა გვარამაძე, სუსანნა ოვაკიმიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0