ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და მათ მოადგილეებთან შეხვედრა გამართა

18/08/2022

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და მათ მოადგილეებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მხარის მასშტაბით დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა 2022 წელს რეგინონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოების შესრულებაზე, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციაზე, ქალაქებში პარკებისა და სკვერების კეთიმოწყობაზე. აგრეთვე, შეაჯამეს მუნიციპალიტეტებში 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0