ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

17/03/2021

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობა, 2021 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახული პროექტები, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ზოგადი პარამეტრებისა და სოციალური პროგრამების მიმართულებები განიხილა. აგრეთვე სამუშაო შეხვედრაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამსახურის უფროსმა, ანგარიში წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ და გააცნო სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. შეხვედრას ექვსივე მუნიციპალიტეტის მერები, რწმუნებულის მოადგილეები და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0