ბესიკ ამირანაშვილმა მუსტაფა მასტალის უმასპინძლა

Friday December 13th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა თურქეთის, არტაანის პროვინციის გუბერნატორს მუსტაფა მასატლის დელეგაციასთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაცნობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო. მხარეებმა რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ბესიკ ამირანაშვილმა მჭიდრო და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ორ რეგიონს შორის ურთიერთობების განმტკიცება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი, შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0