ბესიკ ამირანაშვილმა ბაკურიანში სეზონის გახსნის წინ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. კურორტი ბაკურიანი დამსვენებლებს მომზადებული ხვდება. სათხილამურო სეზონის გახსნის წინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბაკურიანში განხორციელებულ პროექტების შესახებ იმსჯელეს.
წელს დაბა ბაკურიანში განახლდა და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, განხორციელდა 4 ქუჩისა და 9 ჩიხის რეაბილიტაცია, დამატებით მოეწყო ავტომანქანების საპარკინგე ადგილები. დიდველთან მისასვლელად გაყვანილია ახალი ალტერნატიული გზა, რომელიც საცობებისგან განტვირთავს მთავარ გზას და ხელს შეუწყობს დამსვენებლის კომფორტულად გადაადგილებას. ასევე, განხორციელდა ბაკურიანი-ციხიჯვრის 8კმ გზის მშენებლობა.გრძელდება ბაკურიანის 3 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა.
ბაკურიანში მობილიზებულია სპეც-ტექნიკა ცენტრალური და შიდა გზების გასაწმენდად. დიდთოვლობის შემთხვევაში დაგეგმილია დამატებითი სპეცტექნიკის ჩართვა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის შეფასებით ბაკურიანი მზადაა მიიღოს დამსვენებლები და მათ კომფორტული და უსაფრთხო პირობები შესთავაზოს.
ბესიკ ამირანაშვილმა ბაკურიანში სეზონის გახსნის წინ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
21/12/2018