სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში კულტურის სახლის განახლებული დარბაზის საზეიმო გახსნას დაესწრო. კონცერტზე მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ალილო“, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ. ბესიკ ამირანაშვილმა აწყურის მოსახლეობას პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და ახალციხის მუნიციპალიტეტის, ისევე როგორც მთელი რეგიონის განვითარების შეუქცევადობაზე გაამახვილა ყურადღება. აწყურელებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ. თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი დარბაზი 200-მდე მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში დარბაზი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო ახალი სცენა და ხმის დამხშობი სისტემა, დამონტაჟდა განათების სისტემა. ახლად რეაბილიტირებული დარბაზი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ბესიკ ამირანაშვილმა აწყურის მოსახლეობას პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა
30/01/2024