დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, ბაგა-ბაღი გახსნეს. რეაბილიტირებული შენობა 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ახალი საბავშვო ბაღი მეზობელი სოფლების აღსაზრდელებსაც მოემსახურება, შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფები და დაინერგება სასკოლო მზაობის პროგრამა.არსებულ საბავშვო ბაღში, დღემდე მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებდა, რომელიც მხოლოდ სოფელ ტოლოშის აღსაზრდელებს ემსახურებოდა.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა. შენობის რეაბილიტაციისათვის ჯამში 292 000 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღის გახსნას მოსახლეობასთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, ბაგა-ბაღი გახსნა
01/11/2019