სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში ვიზიტით მყოფ არდაგანის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – შოთა როსტიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, მარინა გაჩეჩილაძე, ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და მეზობელ ქალაქებს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედი გამოთქვეს. არდაგანის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ – არდაგანის მერი ფარუქ დემირი, არდაგანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჩეთინ დემირჯი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
ბესიკ ამირანაშვილმა, არდაგანის დელეგაციას უმასპინძლა
05/12/2023