სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ძველში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში 1 567 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შენდება ახალი ორსართულიანი სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული საბავშვო ბაღი,რომელიც გათვლილია სამოც აღსაზრდელზე და დაკომპლექტდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით. ასევე, გათვალისწინებულია ბავშვთა სათამაშო, საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, საკონცერტო დარბაზი, პერსონალის და ექიმის ოთახი, საწყობი პროდუქტების საცავი ტემპერატურული კონტროლით, შენობის ფართი 290,5 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 1 803 კბ. მეტრი. უახლოეს მომავალში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები ასევე სოფლების: საყუდაბლის, ორგორის და ჭობარეთის აღსაზრდელები, რომლის ტრანსპორტიერებას უზრუნველყობს ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება.
ბესიკ ამირანაშვილი, სოფელ ძველში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო
26/07/2022