ბესიკ ამირანაშვილი, სოფელ ხეოთის მაცხოვრებლებს შეხვდა

27/07/2022

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და მოადგილე დავით ტაბატაძე სოფელ ხეოთის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელში ახალი ამბულატორია დაათვალიერეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე კი მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა არსებული საჭიროებების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის, სოფლის გაზიფიცირების, დამატებით ახალი გარე განათების სისტემის მოწყობისა და შიდა გზების მოწესრიგების თაობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ სოფელი ხეოთი მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს, სადაც 255 მაცხოვრებელია. ადგილობრივები აქ კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0