სამცხე-ჯავახეთში მელიორაციის მიმართულებით მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები, სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მელიორაციის ადგილობრივ სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა. შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონის მასშტაბით, მელიორაციის მიმართულებით, არსებული მდგომარეობა განიხილეს და პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად 2020 წლის გეგმები ერთობლივად დასახეს. შეხვედრას ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერები და მელიორაციის ადგილობრივ სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ბესიკ ამირანაშვილი „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა
11/02/2020