ბესიკ ამირანაშვილი, სამეცნიერო სემინარს «ეკლესია და ეროვნული თვითმყოფადობა» დაესწრო

01/11/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეებთან — დავით ვარდიაშვილსა და შოთა როსტიაშვილთან ერთად, დაბა ბაკურიანში, სამეცნიერო სემინარს «ეკლესია და ეროვნული თვითმყოფადობა» დაესწრო.
სემინარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადებიდან 90 წლისა და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს მიეძღვნა. სემინარს ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) უძღვებოდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ — მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0