სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეებთან – დავით ვარდიაშვილსა და შოთა როსტიაშვილთან ერთად, დაბა ბაკურიანში, სამეცნიერო სემინარს “ეკლესია და ეროვნული თვითმყოფადობა” დაესწრო.
სემინარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადებიდან 90 წლისა და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს მიეძღვნა. სემინარს ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) უძღვებოდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ – მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები.
ბესიკ ამირანაშვილი, სამეცნიერო სემინარს “ეკლესია და ეროვნული თვითმყოფადობა” დაესწრო
01/11/2023