სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს, რამდენად მომზადებული ხვდება სავაჭრო ობიექტი ფერმერებსა და მომხმარებლებს, ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე. სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სისტემატიურად. აღსანიშნავია, რომ ახალციხის აგრარულ ბაზარში, დახურვიდან დღემდე, სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა: ჩატარდა მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, ასევე მოწესრიგდა ეზო და ავტომანქანებისთვის პარკირების ადგილი.
ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
01/05/2020