ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

27/08/2019

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სოფლების მოხე-ციხისუბანი-ნამინაურის შიდა საავტომობილო გზის 3.1 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა, სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარით ფინანსდება. კეთილმოწყობილი გზით აღნიშნული და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები ისარგებლებენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ადგილზე მოინახულეს დაბა ადიგენში, სსიპ საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ადიგენის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა, რომლის ღირებულება 246 799 ლარია, გაეცნენ სოფელ მლაშეს ამბულატორიის მშენებლობის პროცესს, რომელიც 82 112 ლარით ფინანსდება.
აგრეთვე დაათვალიერეს დიდი ზანავის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოების მოწყობას, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. პროექტის განხორციელებისათვის, ბიუჯეტიდან 91 000 ლარია გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0