ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრების სხდომას დაესწრო

20/02/2019

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრების სხდომას დაესწრო. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. საერთო კრების სხდომები ამჟამად დერცელში, კიკიბოში, ღორთუბანში, აფიეთსა და ზედუბანში გაიმართა. მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა პრიორიტეტული წინადადებები, რომელიც გულისხმობს:

სოფელ დერცელში გარე განათების მოწყობასა და მთის გზის რეაბილიტაციას;
სოფელ კიკიბოში მთის გზის, სასმელი წყლისა და ცენტრალური სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.
სოფელ ღორთუბანში სასაფლაოს შემოღობვასა და სასმელი წყლის რეაბილიტაციას.
სოფელ აფიეთში გარე განათების მოწყობასა და შიდა გზების რეაბილიტაციას (მოხრეშვას).
სოფელ ზედუბანში შიდა გზების რეაბილიტაციას (მოხრეშვას) და გარე განათების მოწყობას.

საერთო კრებას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ესწრებოდნენ. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0