სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ,ნუნუ მიცკევიჩთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან, ახალციხისა და ადიგენის საკრებულოს თავჯდომარეებთან ერთად აბასთუმანში, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის 90 წლის იუბილეს აღნიშვნას დაესწრო. მიწვეულმა სტუმრებმა ობსერვატორიის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას 90 წლის იუბილე მიულოცეს, სამომავლო გეგმებსა და აგრეთვე ევგენი ხარაძის ღვაწლზე ისაუბრეს. ობსერვატორია 1932 წლის 28 თებერვალს დაარსდა, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით რომლის დირექტორიც იყო შემდგომი 60 წლის განმავლობაში. აბასთუმნის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ,სხვადასხვა გამოჩენილი მეცნიერის მიერ მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის კვლევაა ჩატარებული და აღმოჩენაა გამოვლენილი.
ბესიკ ამირანაშვილი, აბასთუმანში, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის 90 წლის იუბილეს აღნიშვნას დაესწრო
12/05/2022