სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა
სამუშაო თათბირზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში;
მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების საჭიროება
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 6-ვე მუნიციპალიტეტის მერთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – დავით ვარდიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი – მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – სოსო ალიბეგაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – დავით ლომიძე ესწრებოდნენ
ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა
02/08/2023