დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა. სააგენტოს დირექტორი იძულებით გადაადგილებული ოჯახების პრობლემებს პირადად გაეცნო და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულა. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნეს.
ბესარიონ სიმონიშვილმა ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა
13/06/2020