პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ თუ დღის წესრიგში დადგება არჩევანის საკითხი დავით ბერძენიშვილი თუ თამაზ მეჭიაური, არჩევანს თანაგუნდელის, “ქართული ოცნების” წევრის სასარგებლოდ გააკეთებს.
“თუ თქვენ კითხვას სვამთ NATO თუ რუსეთი, მე გეტყვით რომ NATO; თუ კითხვას სვამთ ევროკავშირი თუ “ესენგე”, გეტყვით რომ ევროკავშირი; თუ ამბობთ ბერძენიშვილი თუ მეჭიაური, ნუ, მეჭიაური”, – განაცხადა კობახიძემ.