ბელგიის პოლიციამ აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე სამი ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა

Wednesday March 23rd, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. ბელგიური მედიის ცნობით, თავდასხმა სავარაუდოდ, ორმა ძმამ ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუიმ განახორციელა. 27 და 30 წლის ძმები ბელგიის პოლიციისთვის ცნობილი იყვნენ. მათ 15 მარტის სპეცოპერაციის შემდეგ ეძებდნენ.

“ფოქს ნიუსის” ცნობით, ცნობილია მესამე ეჭვმიტანილის ვინაობაც, მისი სახელია ნაზიმ ლააშრაუი, რომელიც პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიც არის ეჭვმიტანილი. აღსანიშნავია, რომ ბელგიის პოლიციამ დღეს დილით გაავრცელა სამი ეჭვმიტანილის ვიდეომასალა, რომელიც სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტებიდან ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა. გავრცელებული ცნობით, მათგან ორი მკვდარია, მესამეს კი ეძებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0