ბახმაროში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

28/07/2022

ბახმაროში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია (ღირებულება 250 000 ლარი):3 სხვადასხვა ადგილზე იგება ბეტონის საფარი. ასევე, შიდა გზების მოხრეშვა მიმდინარეობს ინერტული მასალით. პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მთის ფონდიდან. დასკვნით ეტაპზეა ცენტრალური პარკის მოწყობა, რომელიც ფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ( ღირებულება შეადგენს 1 300 000 ლარს). ცენტრალურ გზაზე, 5 კმ მონაკვეთზე, მონტაჟდება გარე განათების სისტემა შუქდიოდური სანათებით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0