ბახმაროს წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტირება იწყება

24/10/2019

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ ბახმაროს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტირებას იწყებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და შპს „წყლისა და შენობების ინჟინერია“-ს დირექტორმა, კონსტანტინე სანაძემ.
ბახმაროში დღემდე არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, არ ფუნქციონირებს კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა. შესაბამისი ინფრაქტრუქტურის არ არსებობის გამო დაბას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტირების დასრულების შემდეგ, დაიწყება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაჭრის ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და ბახმაროს დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ასევე, კურორტს წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა და გამწმენდი ნაგებობა მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0