ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე, 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ენერგოეფექტური LED განათების სისტემა დამონტაჟდა.
კომპანია ბახვი ჰესისა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტი ჩაიბარეს და საკუთრებაში გადასცეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, USAID-ის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და ბახვი ჰესის წარმომადგენლები. მიღება – ჩაბარების აქტზე ხელი, ერთი მხრივ, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის უფროსმა ალექსეი სანკონსკიმ, ბახვი ჰესის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა და, მეორე მხრივ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ მოაწერეს. პროექტი ბახვი ჰესისა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.
ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე, 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ენერგოეფექტური LED განათების სისტემა დამონტაჟდა
23/08/2022