4-5 ივლისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგადად დაზიანებული ბაღდათი-საირმის, როხისა და წითელხევის გზის მონაკვეთები უმეტესად გაწმენდილია. ამ დროისათვის ისევ მიმდინარეობს სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის თვლა, რადგან 6 ივლისს ღამით ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი წითელხევი კიდევ უფრო მეტად დაზარალდა, ასევე სოფელ პირველ და მეორე ობჩაში წვიმის შედეგად გზები და სანიაღვრე სისტემაა დაზიანებული. გზის გაწმენდითი სამუშაოები არ წყდება და აქტიურად მიმდინარეობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ სტიქიასთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიურ კავშირშია იმერეთის გუბერნია და “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო”.
ბაღდათში სტიქიის შედეგებს ითვლიან
06/07/2016