ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების – წითელხევი, როხი, წყალთაშუა, პირველი ობჩა, მეორე ობჩა, ზეგანის ზარალის ოდენობამ მუნიციპალიტეტის გამგეობის კომისიის ინფორმაციით 800 ათას 400 ლარს მიაღწია.
ხუთშაბათს, 14 ივლისს, მთავრობის სხდომაზე გაირკვევა სტიქიის მიერ სოფლებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ, თუ რომელ სოფელს რა რაოდენობის ზარალი მიადგა და რომელ სოფლებში უნდა დაიწყოს სასწრაფოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ყველაზე დიდი ზიანი სტიქიამ სოფელ წითელხევს მიაყენა. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, სოფელ წყალთაშუაში მეწყერის მიერ დაზიანებული გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბაღდათს სტიქიამ 800 ათას 400 ლარის ზიანი მიაყენა
12/07/2016