ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

12/04/2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და საბჭოს უხუცესი წევრი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე უძღვებოდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შევიდა ცვლილებები. ასევე, რწმუნებულის ადმინისტრაციამ მოისმინა ინფორმაცია გარდამავალი პროექტების შესრულების მიმდინარეობისა და დასრულების ვადების შესახებ. საბჭოზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს იმ მასშტაბურ სამუშაოებზე, რომლებიც მათ რაიონებში ხორციელდება.
დღევანდელ სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ იმერეთის რეგიონში არსებული ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სააგენტოს შორის საკოორდინაციო მექანიზმებიც შემუშავდა.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. დღესვე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ბაღდათში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0