ბაუსკას მუნიციპალიტეტმა, „ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების“ ფარგლებში, უმასპინძლა ხაშურის და სოროკას (მოლდოვა) მუნიციპალიტეტთა დელეგაციებს. ღონისძიება გახსნა ქალაქ ბაუსკას მერმა არნოლდს ჟატნიეკმა. საზოგადოებას მიესალმა ლატვიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ინგა ფალიანი. საკუთარი მიღწევების შესახებ ისაუბრეს ბაუსკას, ხაშურის და საროკას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ბაუსკას, ხაშურის და სოროკას სკოლების მოსწავლეთა ნახატები.
ბაუსკას მუნიციპალიტეტმა, „ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების“ ფარგლებში, ხაშურის და სოროკას მუნიციპალიტეტთა დელეგაციებს უმასპინძლა
18/02/2019