ბანკი განაგრძობს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას

15/09/2022

მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და სხვ. აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, თანხის 79 პროცენტი კერძო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა. შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია ევროპული ფასეულობების დანერგვისა და ეკონომიკური გარდაქმნებისკენ.
აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეძლონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება.
საუბარი წარიმართა ასევე საქართველოს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებაზე. EBRD-ის მხარემ დაინტერესება გამოხატა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ენერგეტიკულ პროექტებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0