ბაკურიანში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობ

13/05/2016

დაბა ბაკურიანში მთის ქუჩაზე დაიწყო საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მთის ქუჩასთან ერთად კანალიზაციის მაგისტრალი სრულად მოწესრიგდება იაგორას ველის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადგილობრივების წინაშე, ქსელის მოუწესრიგებლობის პრობლემა დიდი ხანია არსებობდა.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 500 001 ლარით ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული შპს “B&B” ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0