ბაკურიანში, მთიდან ჩამოწოლილ თოვლის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება.
ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ბაკურიანში იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ბაკურიანში, მთიდან ჩამოწოლილ თოვლის მასაში მოყოლილი ადამიანის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება
28/03/2024