ბაკურიანში დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

29/07/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის 2.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი საკურორტო ზონაში, დასახლებულ პუნქტში გადის. გზის მიმდებარედ განთავსებულია სასტუმროები, მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები. დღის საათებში მოძრაობის ინტენსივობის გამო, სამუშაოები ღამე წარმოებს. ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა და ელექტრო ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, ადგილობრივ გზებთან და შესასვლელებთან გაკეთდება მიერთებები, ხოლო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკურორტო ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურას. დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას განახლებული და კომფორტული გზით გადაადგილების საშუალება ექნებათ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.3 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0