ბათუმში NATO-ს დღეების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23/04/2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ნატოს კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ მოწვეულნი.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით რეგიონში არსებულ წინსვლაზე. მისი თქმით, ქალაქ ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ჩათვლით, მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობების ყველა რგოლია ჩართული.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა, ნატოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართვლოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და პრიორიტეტებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0