ბათუმში ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

23/06/2017

ბათუმში ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში ხორციელდება. იცვლება გრუნტი, მონტაჟდება სანიაღვრე სისტემა, ეწყობა ბორდიურები, ტროტუარებზე იგება დეკორატიული ფილები, გზის სავალ ნაწილზე – ასფალტის საფარი.
იმ ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობა. ამ დროისთვის სამუშაოები ლერმონტოვის ქუჩაზე მიმდინარეობს. გიორგი ბრწყინვალესა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება.
ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის I ეტაპის ფარგლებში 25 ქუჩის კეთილმოწყობა იყო დაგეგმილი. რაც შეეხება პროექტის II – III ეტაპებს, გათვალისწინებულია 21 ქუჩისა კეთილმოწყობა. აღნიშული სამუშაოების ღირებულება ჯამში 33 მილიონამდე ლარს შეადგენს.
ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0