ანდრონიკაშვილის ქუჩის შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გამოიცვალა წყლისა და წყალარინების სისტემა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ღია, ცხაურიანი არხი და დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის საფარის მეორე ფენა.
ბათუმში ანდრონიკაშვილის ქუჩის შესახვევის კეთილმოწყობა სრულდება
21/07/2017