ბათუმს „თურქეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი“ ეწვია

22/06/2017

ბათუმს „თურქეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი“ ეწვია. თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას ჰუსეინ შაჰინი ხელმძღვანელობდა. ჯგუფის შემადგენლობაში თურქეთის პარლამენტის წევრები, ბურსას გუბერნატორი, ბურსას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიოდნენ.
შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა ერთობლივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარება და დამეგობრებულ ქალაქებს შორის ოფიციალური თანამშრომლობის გაფორმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0