ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა.
ელექტრონული ტენდერი ქალაქ ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
სტადიონი ბუნებრივსაფარიანი იქნება. სპორტული მოედანი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.
სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.
ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა
20/10/2017