ყატარის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანი, ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს შეხვდა. შეიხა არის გაეროს მშვიდობის ელჩი და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “სატუკის” პრეზიდენტი. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნებში სპორტის განვითარებასა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ სახეობებში. ყატარის პრინცესა საქართველოში კარატეს ეროვნული ფედერაციის მოწვევით იმყოფება. ის ბათუმში დაგეგმილ საბრძოლო ხელოვნების ფესტივალს საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება. ყატარის პრინცესას ბინთ ჰამად ალთჰანის ვიზიტის გასაშუქებლად ბათუმში ტელეკომპანია “ალჯაზირას” ჟურნალისტებიც იმყოფებიან.
ბათუმის მერი ყატარის პრინცესა შეიხას შეხვდა
22/05/2016