ბათუმის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღე გაიხსნა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება. მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. დასრულდა ბორდიურების, განათების ბოძებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და ესტაკადის ფრანგული კედლის მოპირკეთება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5 დამხმარე გზის მშენებლობა. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. ბათუმის ესტაკადა სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. პროექტის ბღირებულება 15 297 410 ლარს შეადგენს.
ბათუმის ესტაკადა გაიხსნა
07/07/2018